NEWS
...

15/12/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ახალი „მწვანე“ ჰესის მშენებლობა დაიწყო

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინიციატივით ეკოლოგიურად სუფთა ჰესის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო.  დღეს ბოდორნაჰესის ტერიტორიაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ და ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

 

ეკოლოგიურად სუფთა ე.წ „მწვანე“ ჰესის მშენებლობისთვის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ განხორციელებული  ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ ლარია.  გაწეული ინვესტიცია ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG)  მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით ფინანსდება.

 

„ბოდორნა ჰესი შემდეგი წლის შემოდგომაზე  უკვე ექსპლუატაციაში გაეშვება და საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება. მშენებარე ჰესის დადგმული სიმძლავრე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავო ნაგებობების და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება მოხდება, რაც თავის თავად იმას ნიშნავს, რომ თბილისში უწყვეტი წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტია იქნება“ - განაცხადა ჯივიპის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

 

„ბოდორნაჰესი ე.წ. მწვანე ჰესია. მნიშვნელოვანია ამ ტიპის და სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა, ეს მრავალმხრივ სასარგებლო პროექტია - როგორც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ისე გარემოზე ზემოქმედების რისკების მინიმალიზაციის გამო.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისა და  ადგილობრივი მოსახლეობისთვის - ეს არის ახალი სამუშაო ადგილები როგორც ჰესის მშენებლობის პროცესში, ისე მისი ამოქმედების შემდეგ“ - განცხადა ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ბოდორნაჰესის მშენებლობით საფუძველი ჩაეყარა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს არამარტო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას.

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE