NEWS
...

02/04/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მორიგი ჰაკათონი „ეუჰაკთან“ერთად, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობაა. კომპანია ინოვაციური პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და საინჟინრო დარგის პოპულარიზაციას მუდმივად მხარს უჭერს. სწორედ ამ მიზნით gwp-მ, ეუჰაკის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონს გენერელური სპონსორობა გაუწია. 

 

„ეუჰაკი“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომლის მიზანი ინჟინერიის სფეროს მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება, ჩართულობა და განვითარების ხელშეწყობაა.

ჰაკათონის ფარგლებში, 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, 48 საათიანი ტექნოლოგიური მარათონი გაიმართა. პროექტში მონაწილეობა, წამყვანი უნივერსიტეტების ინჟინერიის და კომპიუტერული პროგრამირების ფაკულტეტების 150-ზე მეტმა  სტუდენტმა მიიღო.  

 

ფინალურ ეტაპზე, მხოლოდ 15 საუკეთესო გუნდი გადავიდა. მათ,  ნამუშევრები ჟიურის, პრეზენტაციის სახით წარუდგინეს, საიდანაც ჟიურიმ ერთი საუკეთესო პროექტი დაასახელა. შეფასების შედეგად გამარჯვებული  - თბილსისი სახელმწიფო უნივერსიტეტის  გუნდი, პროექტით - „Let's Watch“ გახდა.

ჟიურის შემადგებნლობაში იყვენენ - თემურ ხუნდაძე - მონტაჟ ჯორჯიას წარმომადგენელი

ზვიად სულაბერიძე - მაქსის ლაბორატორიის ხელმძღვანელი,  ცოტნე თევზაძე - ეუჰაკის თანადამფუძნებელი და თენგიზ ამურველაშვილი - ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სისტემებისა და პროცესების მართვის ოფიცერი.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მსგავსი ტიპის პროექტებს ყოველწლიურად მართავს და ასევე ინჟინერიის და ტექნოლოგიის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა აქტივობაში მუდმივად არის ჩართული.

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE