NEWS
...

13/11/2018 ჯივიპი კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის შეცვლა და განვითარებაა.

 

მიმდინარე წელს კომპანია, წლიური  გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს.

 

კომპანიის 2018 წლის რეაბილიტაციებს შორის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი კახეთის გზატკეცილზე  წყალმომარაგების სისტემის სრული  განახლებაა, რაშიც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  4 მლნ ლარზე მეტ ინვესტიაციას ახორციელებს. წყლისა და წყალარინების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით კახეთის გზატკეცილზე ორივე მხარეს 13 კმ-ზე მეტი სიგრძის მაგისტრალური ქსელი იცვლება. მოსახლეობის  სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი დასრულების ეტაპზეა - წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მოსაწყობად ძირითადი სამუშაოები შესრულებულია. კახეთის გზატკეცილის  ერთ მხარეს, რამდენიმე დღეში გზის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყება. 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის   ინფრასტრუქტურულ პროექტებში  მიმდინარე და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჯამში 200  მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE