NEWS
...

15/11/2018 კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემაზე სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის შეცვლა და განვითარებაა. მიმდინარე წელს კომპანია, წლიური  გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს.

 

ჯივიპის 2018 წლის მასშტაბურ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის განვითარება და მოწყობა, რაშიც კომპანიამ 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღსანიშნავია, რომ კაკლების დასახლებაში ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა და ჯივიპის სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას ახალ ქსელზე დაერთების საშუალება ექნება.

 

პროექტის ფარგლებში კაკლების დასახლებაში 4 კმ სიგრძის  ახალი ქსელი მოეწყო და სტაბილური წყალმომარაგებისთვის ქსელზე ევროსტანდარტის  ჩამკეტ-მარგულირებელი ურდულები  დამონტაჟდა. ამ ეტაპზე კი დასახლებაში სატუმბო სადგურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ჯივიპის 2018 წლის თბილისის ზედა ზონების პროექტის ფარგლებში  კაკლებში, ტაბახმელაში, კოჯორში,  შინდისში, კვესეთსა  და ბეთანიაში  35 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური ქსელი და განშტოებები ეწყობა. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის ჯამურად 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE