NEWS
...

17/01/2019 ჯივიპი ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს. პროექტის ფარგლებში  სრულად იცვლება 1 კმ  სიგრძის წყალსადენის და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

 

ჭონქაძის ქუჩის N10-დან N14-ის ჩათვლით  ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები  დღეს, 17 იანვარს იწყება და თებერვლის ბოლოს დასრულდება. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

 

სამუშაოების მიმდინარეობისას ჭონქაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით  შეიზღუდა.   ტრანსპორტით  მოძრაობა შესაძლებელი იქნება  გერგეთის, ინგოროყვას და ჩიტაძის ქუჩებით.

 

ჭონქაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთაწმინდის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE