NEWS
...

12/02/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭონქაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭონქაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 1 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.

 

ჭონქაძის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ, 13 თებერვალს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.  

 

ახალ ქსელზე გადაერთების  სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ 13 თებერვალს, 20:00 საათიდან, 14 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში:

 

ჭონქაძის, ინგოროყვას,  ასათიანის, ტაბიძის და მიმდებარე  ქუჩებს;

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

Other Categories
...

14/11/2019 ჯივიპი ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების სისტემას სრულად ანახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად ანახლებს წყალარინების ამორტიზირებულ ქსელს.  ახლით იცვლება  400 მეტრის სიგრძის, ძველი, მაგისტრალური ქსელი და საკვანძო ჭები ეწყობა....

MORE

...

07/11/2019 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული დადგენილება საჯაროდ გამოცხადდება

  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებაა, რომელიც ეხება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, რუსთავის წყლისა და მცხეთის წყლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე  გამოტან...

MORE

...

05/11/2019 ჯივიპიმ წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წყალმომარაგბისა და წყალარინების სისტემას სრულად განაახლებს.   სარეაბილიტაციო პროექტი...

MORE

...

18/10/2019 ჯივიპიმ კახეთის გზატკეცილზე, ისნის პანდუსთან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

  ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერმა კახეთის გზატკეცილის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ისნის პანდუსთან წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კო...

MORE

...

10/10/2019 თბილისს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება

სტუდია მონიტორის მიერ რადიო თავისუფლების საშუალებით გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, გვსურს მოსახლეობას კიდევ ერთხელ დეტალურად ავუხსნათ ჯივიპის მიერ ზედაპირული წყლებიდან ნედლი წყლის მოპოვების და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესი.  &n...

MORE

NEWS

meteo.gov.ge