NEWS
...

15/03/2019 კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩებზე 4.5 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა იცვლება

 

 

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორივე ქუჩაზე სრულად ანახლებს 4.5 კმ სიგრძის, როგორც წყალმომარაგების ასევე წყალარინების ქსელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანია ახალ ქსელზე  თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ერთეულ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს ამონტაჟებს.

 

„კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. ამ ეტაპზე, რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად ვმუშაობთ და ორივე ქუჩაზე გეგმის მიხედვით მიდის წყალმომარაგების სისტემის შეცვლა. პროექტის მიხედვით სრულად ვანახლებთ, როგორც წყალმომარაგების ასევე წყალარინების ქსელებს, რაშიც 2 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ“ - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორის მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩებთან ერთად ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სისტემას თბილისის 20 ქუჩაზე ანახლებენ.

კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტს ჯივიპი თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს. წყალმომარაგების სისტემის განახლების შემდეგ დედაქალაქის მერია ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE