NEWS
...

04/07/2019 ხვალ, 5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადარეთებითი სამუშაოები ჩატარდება

 

ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 1.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად შეცვალა. პროექტის ფარგლებში, ასევე 33 ახალი ჭა მოეწყო.

 

„ჭავჭავაძის გამზირირზე gwp წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ჭავჭავაძეზე წყლისა და წყალარინების 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება. პროექტში gwp 3.4 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს” - განაცხადა სოფიო ნატროშვილმა, gwp-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

 

კომპანია ხვალ, 5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე პირველ გადაერთებით სამუშაოებს განხორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც,  5 ივლისს დილის 09:00 საათიდან  6 ივლისს დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირს, ალექსიძის, მცხეთის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ატენის და მიმდებარე ქუჩებს;კოსტავას და პეკინის ქუჩების ნაწილს; ჭოველიძის, მაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებს;

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge 

 

Other Categories
...

04/09/2019 ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე  წყალმომარაგების სისტემას აახლებს  ...

MORE

...

30/08/2019 ჯივიპიმ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა და  ახალი სისტემა ექსპლუატაციაში გაუშვა.   კომპანიამ 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკე...

MORE

...

29/08/2019 ჯივიპი ჭავჭავაძის გამზირზე, წყალმომარაგების სისტემაზე სამუშაოებს აქტიურად, 24 საათიან რეჟიმში ატარებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუეირ ჭავჭავაძის გამზირზე, ...

MORE

...

25/07/2019 26 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადარეთებითი სამუშაოები ჩატარდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.  პროექტის პირველ და მეორე  ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისიდან პიქსელის შენობამდე, 2.3 კმ-ზე მეტი სიგრძი...

MORE

...

22/07/2019 Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

  gwp-მ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა.  განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. პროექტში ...

MORE

NEWS

meteo.gov.ge