
13/03/2020 დღეიდან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სერვის ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და დღეიდან ზღუდავს სერვის ცენტრებში მოსახლეობის ვიზიტს. კომპანია მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით მომხმარებლებს სრულ დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს.
დღეიდან მომხმარებლებს ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge, რის შემდეგაც ოპერატორი განცხადებას დისტანციურად დაარეგისტრირებს. პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებს.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ კომპანიის ვებ-გვერდის www.gwp.ge, ცხელი ხაზისა - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.
რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემის მომსახურებას, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის.
26/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

19/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

10/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
12/01/2021 GWP Special announcement

28/12/2020 2018-2020 წლებში ჯივიპის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად წყალმომარაგება 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა - სოფო ნატროშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი