
17/03/2020 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომხმარებლებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და ზღუდავს სერვის ცენტრებში მოსახლეობის ვიზიტს. კომპანია მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით მომხმარებელს დისტანციურად ემსახურება. დისტანციური მომსახურების ფარგლებში განაცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განაცხადის ელქტრონული ფორმები და ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი განთავსებულია ვებ გვერდზე - www.gwp.ge.
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კომპანიამ ასევე დროებით შეაჩერა აღმრიცხველების ბინაზე ვიზიტები. შესაბამისად აღმრიცხველის მიერ არ მოხდება მრიცხველის ჩვენების აღება ბინებში დამონტაჟებული მრიცხველებიდან. ასეთი 64 000 აბონენტია, მათ აღნიშნულ პერიოდში დაერიცხებათ შეფასებითი ჩვენება, რაც გულისხმობს წინა სამი თვის მოხმარების საშუალო მაჩვენებლის დარიცხვას. 60 წლის ასაკის ზემოთ აღმრიცხველებთან დაკავშირებით კომპანია ითვალისწინებს რეკომენდაციებს და ისინი უკვე აღარ დადიან ობიექტებზე.
რაც შეეხება ტექნიკურ ბრიგადებს, რომლებიც მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების მიზნით 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, მათ კომპანია ევექსი კლინიკების სამედიცინო პერსონალის დახმარებით რეგულარულ პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას უტარებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გაითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით.
26/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

19/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

10/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
12/01/2021 GWP Special announcement

28/12/2020 2018-2020 წლებში ჯივიპის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად წყალმომარაგება 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა - სოფო ნატროშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი