NEWS
...

03/06/2020 ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის 30 ქუჩაზე დაასრულა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. კომპანიამ შექმნილ ვითარებაში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შეუფერხებლად შეასრულა სამუშაოები და  მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილ ვადაში განახორციელა.

 

მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა  ჭავჭავაძის გამზირზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, ნოე ხომერიკის, ლესელიძის, ლეჟავას და რადიანის ქუჩებზე.

 

საგანგებო რეჟიმში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შეიცვლა 31 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ჯამურმა ინვესტიციამ 20 მლნ ლარი შეადგინა.

 

,,ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ის რომ წარმატებით და დაგეგმილ ვადაში  დავასრულეთ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი  პროექტები, მათ შორის  ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია.  სრულად განვაახლეთ 10 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების სისტემა, რაშიც 10 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ასევე საგანგებო რეჟიმის პირობებში დავასრულეთ  ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა 7,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. აღნიშნული პროექტები დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათ შესრულებას“ -  ზურა ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აგრძელებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალი პროექტების განხორციელებას. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილია ურიდიას, ორთაჭალის, ჭოველიძის და ლეჩხუმის ქუჩებზე.

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE