NEWS
...

21/12/2020 ირაკლი ბაბუხადია: 2018-2020 წლებში ჯივიპიმ 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა წყალმომარაგების სისტემის განვითარების მიზნით

 

როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ განაცხადა - 2018-2020 წლებში ჯივიპიმ წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის სარეაბილიტაციო პროექტები  თბილისის ყველა რაიონში ჩაატარა. 400-ზე მეტ ქუჩაზე შეიცვალა 250 კმ წყალსადენისა და წყალარინების ქსელი, შედეგად შემცირდა  მილსადენებზე დაზიანებები და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული დისკომფორტი.  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის მომსახურების ხარისხი.

 

მისივე თქმით, მომდევნო წლებში იგეგმება არაერთი მსხვილი პროექტი, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის დედაქალაქის წყალმომარაგებას.

 

,,ბოლო სამ წელიწადში კომპანიამ 300 მილიონ ლარამდე  ინვესტიცია განახორციელა წყალმომარაგების სისტემის განახლება- განვითარების მიზნით. ჯივიპი გააგრძელებს ქალაქის ყველა რაიონში სისტემების  განვითარებაზე ზრუნვას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით”- აცხადებს ირაკლი ბაბუხადია.

 

 

 

Other Categories
...

26/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

  დღეს, 26 თებერვალს, საბურთალოს რაიონში გელოვანის ქუჩაზე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზ...

MORE

...

19/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

  მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის  მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის დაკვეთით შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი&rdqu...

MORE

...

10/02/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში ილურიძის ქუჩა N12-თან, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე  ტექნიკურ  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაო პროცესს ართულებს მილის აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენ...

MORE

...

12/01/2021 GWP Special announcement

  დღეს, 12 იანვარს, ისნის რაიონში, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, N8 კორპუსთან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.    ამ ეტაპზე ადგილზე მობილიზებულია...

MORE

...

28/12/2020 2018-2020 წლებში ჯივიპის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად წყალმომარაგება 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა - სოფო ნატროშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სოფო ნატროშვილის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, რომელიც ორიენტირებულია წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებაზე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა  მომხმარებლების მომსახურების ხარისხი.    ,,მაღალი...

MORE

NEWS