NEWS
...

20/04/2021 ჯივიპიმ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

 

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენისა და წყალარინების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები დაიწყო. პროექტი მოიცავს 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემის შეცვლა-რეაბილიტაციას.  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, ჰიდრანტებსა და ჭებს მოაწყობს.

 

„ნაძალადების რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების მოძველებული და ამორტიზებული სისტემის სრული რეაბილიტაციით მნიშვნელოვნად გავაუჯობესებთ აბონენტების მომსახურების ხარისხს, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების მიმართულებით. ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიური, 24 საათიანი სამუშაოების ფარგლებში სრულად განაახლებენ 5 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელს. პროექტში კომპანია 6.4 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს” - აცხადებს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირექტორი,  ზურაბ ალფაიძე.

 

მანჯგალაძის ქუჩაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ წყალმომარაგების სისტემის სრულად განახლების შემდეგ, თბილისის მერია საგზაო ინფრასტუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, დაიგება ასფალტის საფარი და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარი.

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE