NEWS
...

23/11/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით აგრძელებს მომხმარებლების დისტანციურ რეჟიმში მომსახურებას. კომპანია, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ხვალ, 24 ნოემბრიდან ზღუდავს  ისნის რაიონში, შუამთის ქუჩა N10ბ-სა და გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის  ქუჩა N12-ში მდებარე სერვის ცენტრებში ვიზიტს.

 

არსებულ ვითარებაში ჯივიპი მოუწოდებს მომხმარებლებს მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით, მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტი და მომსახურების მიღება შეუძლიათ თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში (სათავო ოფისის მიმდებარედ) და მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრებში. რაც შეეხება რუთავის წყლის მომხმარებლებს, მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც სერვის ცენტრში, ასევე დისტანციურად. 

 

დისტანციური მომსახურებისთვის ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს. დისტანციური  მომსახურების შესახებ დეტალური  ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge.

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE