
14/01/2022 ჯივიპიმ გლდანის რაიონში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები დაიწყო
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, გლდანის რაიონში, გიორგიწმინდას დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე სრულად შეიცვლება 1.3 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის ქსელი. წყლის ნაკადების ეფექტურად მათვის მიზნით ახალ ქსელზე დამონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 14 იანვარს დაიწყო და მაისის დასაწყისში დასრულდება. შედეგად, გიორგიწმინდას დასახლებაში აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩებზე 500-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.
აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 500 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს თბილისის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.
29/04/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
14/04/2022 ჯივიპის მომხმარებლებს ყოვეთვიურად მრიცხველის ჩვენების გამოგზავნა 90111 SMS სერვისით შეუძლიათ
21/03/2022 21 მარტიდან ჯივიპის სერვის ცენტრში მომხმარებლების მიღება განახლდა
13/03/2022 ჯივიპი 15 მარტს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

04/03/2022 ჯივიპი დღეს, 4 მარტს, ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს