NEWS
...

24/01/2022 ჯივიპიმ ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიმდინარეობისას ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე სრულად განახლდება   5,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი.

 
,,წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ საუშაოებს რამდენიმე ეტაპად შევასრულებთ.   საწყის ეტაპზე ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე პარალელურად სამ მონაკვეთზე 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ. შეიცვლება 1.8 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.1 კმ სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი. განახლებულ ქსელზე  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები, ჰიდრანტები და ჭები მოეწყობა.  პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვეში დასრულდება. “- ირაკლი ბაბუხადია, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
 

ქეთევან დედოფლის გამზირის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2022 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. სარეაბილიტაციო პროექტში ჯივიპი    4,4 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
 
 
 
Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE