26/02/2022
დღეს, 26 თებერვალს, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში, XI მ/რ-ს III კვარტლის N41ა კორპუსის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სირთულიდან გამომდინარე კომპანიის ტაქნიკური ჯგუფების მიერ აღდგენითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება და 27 თებერვალს ღამის 02:00 საათზე დასრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით 27 თებერვლის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
გლდანი-ნაძალადევის რაიონში: გლდანის „ა“ და I-IV მ/რ-ებს, შეშელიძის, ვეკუას, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
სვირის, თოდრიას, ჟღენტის, გომარეთის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ლაითურის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, დაისის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, ზედაზენის, ახალ მოწამეთას, მუხრანის, გლინკას, გარეჯელის, ნაგომარის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს.
ზღვის უბნის IV მ/რ-ს, III და XI მ/რ-ების ნაწილს, ზღვის უბნის IX-X კვარტლებს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს და II მ/რ-ს; სადმელის, კაკაბაძის, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჟინვალის, ზიგზაგის, გვაზაურის, სანერგოს, სააკაძის, სვანეთის, ლეჩხუმის, ჯანელიძის, ხევსურეთის, წიკლაურის, ქვიშხეთის, ერწოს, ხევისუბნის, ზვარეთის, ბჟოლეთის, ერისთავის, ზესტაფონის, მახინჯაურის, ინწკირველის, ხიმშიაშვილის, ხევსურეთის, ღრმაღელის, კნოლევის, ლიახვის, ქსოვრელი, რიონჰესის, გუდამაყრის, სიხარულიძის, ღოღობერიძის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში: ჩუღურეთის რაიონში მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის და ქებურიას ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

06/06/2022 კამპანია ,,გაუფრთხილდი წყალს” - ჯივიპი სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

29/04/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
14/04/2022 ჯივიპის მომხმარებლებს ყოვეთვიურად მრიცხველის ჩვენების გამოგზავნა 90111 SMS სერვისით შეუძლიათ
21/03/2022 21 მარტიდან ჯივიპის სერვის ცენტრში მომხმარებლების მიღება განახლდა
13/03/2022 ჯივიპი 15 მარტს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს