08/11/2022 9 ნოემბრიდან ჯივიპის ცენტრალური სერვის ცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს
თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე ჯივიპის განახლებული ცენტრალური სერვის ცენტრი 9 ნოემბერს გაიხსნება.
კომპანიამ ცენტრალური სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაასრულა. მომხმარებლები მომსახურებას ადგილზე თანამედროვე და კომფორტულ სივრცეებში მიიღებენ. ცენტრალური სერვის ცენტრის შესასვლელთან მოეწყო გარე პანდუსი, ადაპტირდა და ხელმისაწვდომი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ასევე, გაუმჯობესდა შიდა და გარე მოსაცდელი სივრცეები.
მომსახურების მისაღებად ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა გრძელდება დისტანციურად ელექტრონულ ფოსტაზე - online@gwp.ge.
სერვის ცენტრებისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge.
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება
23/03/2023 კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
10/10/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
19/07/2022 ჯივიპი თბილისში მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განაახლებს

06/06/2022 კამპანია ,,გაუფრთხილდი წყალს” - ჯივიპი სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს