NEWS
...

25/01/2023 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

 

დღეს, 25 იანვარს, საგურამოში, სოფელ წიწამურთან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის   წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომლიც ვაკე-საბურთალოს, დიდუბისა და გლდანის რაიონების  ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს,  ავარიულად დაზიანდა. 

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 25 იანვარს საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 25 იანვარს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ, 26 იანვრის დღის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ვაკე-საბურთალოს რაიონში -  ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას I, II, IV-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების ნაწილს, ქავთარაძის, შავგულიძის, პოლიტკოვსკაიას, მხატვართა, ბარათაშვილის, სხირტლაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის, თავხელიძის, ქუჩის ნაწილს, პიკასოს, სანდრო ეულის, გელოვანის, გოძიაშვილის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს;   სოფელ თხინვალას, სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

 

გლდანის რაიონში -  ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, თავისუფლების, კეცხოველის,  ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს. ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს.

 

დიდუბის რაიონში - დიღმის მასივის I კვარტალის ნაწილს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

 

 

 

Other Categories
...

09/01/2023 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის რეკომენდაცია მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით

    9 იანვრიდან 15 იანვრამდე მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის ზედა ზონებს...

MORE

...

08/11/2022 9 ნოემბრიდან ჯივიპის ცენტრალური სერვის ცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს

თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე   ჯივიპის განახლებული ცენტრალური სერვის ცენტრი 9 ნოემბერს გაიხსნება.   კომპანიამ ცენტრალური სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაასრულა. მომხმარებლები მომსახურებას ადგილ...

MORE

...

10/10/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

დღეს, 10 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონის N9ა კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების  აღსადგენად სამუშაოებს ატარებს.    აღნიშნულ მონაკვეთზე რთული ფარული დაზიანების დასადგენად...

MORE

...

19/07/2022 ჯივიპი თბილისში მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განაახლებს

  25 ივლისიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე ცენტრალური სერვის ცენტრის განახლების პროცესს იწყებს. სარემონტო სამუშაოს შედეგად სერვის ცენტრის მომსახურების სივრცეები თანამედროვე სტანდარ...

MORE

...

06/06/2022 კამპანია ,,გაუფრთხილდი წყალს” - ჯივიპი სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კამპანიის ,,გაუფრთხილდი წყალს”  ფარგლებში  თბილისის სკოლების VIII-XI კლასების მოსწავლეებისთვის  საინფორმაციო ტურებს მართავს.    კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნე...

MORE

NEWS