GWP - Fitch Ratings-ის “BB-“ - ის მფლობელია

 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  Fitch Ratings-ის 

გრძელვადიანი რეიტინგის “BB-“ - ის მფლობელია

 

 

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არასაფინანსო სფეროში, საქართველოში, პირველი კერძო კომუნალური ტიპის კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა, ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-ი სტაბილური პროგნოზით მიანიჭა.

საკონსულტაციო მომსახურება და პარტნიორობა, რეიტინგის მინიჭებისთვის,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა“ (Galt & Taggart) გაუწია.


რეიტინგი „BB -“-ის მინიჭება მნიშვნელოვანი ეტაპია  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს კომპანიის კორპორაციულ მართვას და გამჭვირვალობას. აღნიშნული მოვლენა ქართული კაპიტალის განვითარებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალმა მენეჯმენტმა ბოლო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განავითარა და არსებითი ცვლილებები განახორციელა.

ერთ-ერთი უმთავრესი, რაც 2015 წლის მანძილზე მოხდა არის ის, რომ კომპანია დარგში ინსტიტუციონალური ცვლილებების გენერატორი გახდა.

მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური ინსტიტუტების თვალში, კომპანიის სანდოობა საგრძნობლად გაიზარდა, რასაც  საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings -ის მიერ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-ი სტაბილური პროგნოზით მინიჭება ადასტურებს.

 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ინფორმაცია, საკუთარ გვერდზე განათავსა.