15/02/2014 სოფელ ნატბეურთან გამავალი 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთის - 25-26 თებერვლი
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტთა საყურადღებოდ
სოფელ ნატბეურთან გამავალი 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთის
წყალსადენის 1200 მმ-იანი მაგისტრალური მილის სოფელ ნატბეურთან გამავალი დაზიანებული მონაკვეთისა და ნუცუბიძის II მ/რაიონის III კვარტლის N3 კორპუსთან გამავალი 500 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, 25 თებერვლის 11:00 საათიდან 26 თებერვლის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ვაკის რაიონში: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ფერდობის მ/რაიონებს, ზემო ვაკის დასახლებასა და ბაგების დასახლებას;
მთაწმინდის რაიონში: მთაწმინდისა და სოლოლაკის ზედა უბნებს, ზემო ვერეს დასახლებას;
კრწანისის რაიონში: გორგასლისა და მის მიმდებარე ქუჩებს;
სოფლებს: კოჯორს, წყნეთს, კიკეთს, წავკისს, ტაბახმელას, შინდისს, ზაჰესისა და წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას.
განცხადება გამოქვეყნდა 17 თებერვლის გაზეთში „24 საათი“ (B ბლოკი, გვ. 1)