25/03/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1400 მმ-იან VI მაგისტრალურ წყალდენს სარეაბილიტაციოდ ამზადებს - 3 აპრილი
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტთა საყურადღებოდ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1400 მმ-იან VI მაგისტრალურ წყალდენს სარეაბილიტაციოდ ამზადებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1400 მმ-იან VI მაგისტრალურ წყალდენს სარეაბილიტაციოდ ამზადებს. ამ მიზნით, კომპანია მიმდინარე წლის 3 აპრილს მაგისტრალური არტერიის წიწამურის ხევში გამავალ მონაკვეთზე გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას გეგმავს, რაც აუცილებელი ტექნიკური ღონისძიებაა რეკონსტრუქციის დაწყებამდე.
1400 მმ-იან VI მაგისტრალურ წყალდენზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 3 აპრილის 11:00 საათიდან 4 აპრილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
• ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ბარისახოს, გაგრის, ბიჭვინთის, სკოლის, მანაგაძის, ბაღნარის, ფოცხიშვილისა და მიხაკო წერეთლის ქუჩებს; მუხიანის ყოფილ „სამხედრო დასახლებას“, გლდანულას, კონიაკისა და გაზის დასახლებებს; სოფლებს: გლდანს, გიორგიწმინდასა და პატარა გლდანის ნაწილს;
• გლდანის მასივის III-ა, IV, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს და თემქის III მ/რაიონს; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს, ქარხანა ,,ჰაიდელბერგცემენტს“.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
ჩამოთვლილ დასახლებებსა და ქუჩებს წყალმომარაგება აღუდგებათ ეტაპობრივად, 4 აპრილის 11:00 საათიდან, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე. შესაბამისად, 4 აპრილის 16:00 საათისთვის წყალს მიიღებს ყველა ქუჩა და დასახლება.
განცხადება გამოქვეყნდა 25 მარტის გაზეთში „რეზონანსი“ (გვ. 10)