დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

04/07/2015 GWP მაგისტრალურ მილის რეაბილიტირებულ მონაკვეთს ექსპლუატაციაში გაუშვებს


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტთა საყურადღებოდ

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", აღმაშენებლის ხეივანში,

მაგისტრალურ მილის რეაბილიტირებულ მონაკვეთს
ექსპლუატაციაში გაუშვებს


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღმაშენებლის ხეივანში, 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპანია მაგისტრალის კიდევ ერთ, ახლადშეცვლილ 300-მეტრიან მონაკვეთს 14 ივლისს, დილიდან, წყალმომარაგების სისტემასთან მიაერთებს. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.


ამ მიზნით, 14 ივლისის 10:00 საათიდან 15 ივლისის 18:00 საათამდე სასმელ წყალს გარკვეული პერიოდულობითა და მონაცვლეობით მიიღებს:

საბურთალოზე: ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩები და მიკრორაიონები. გამრეკელის, გურიელის, დელისის I, II, III, ჩიქოვანის, ზაქარიაძის, შავგულიძის, მინდელის, ჯიქიას, ქავთარაძის, გაზაფხულის, მაღალაშვილის, გეგეჭკორისა და ჩახავას ქუჩები, ვაჟა-ფშაველას გამზ. N41-დან N83-მდე და N46-დან ბოლომდე, თამარაშვილის ქუჩიდან ბოლომდე, ყაზბეგის გამზ. N43-დან N55-მდე და N26-დან N46-მდე

ვაკეში: წყნეთის გზატკეცილი, ჭავჭავაძის გამზ. N39-დან N75-ის ჩათვლით და N74-დან N80-ის ჩათვლით, ყიფშიძის ქუჩიდან წყნეთის გზატკეცილამდე, შატბერაშვილის, მარაბდის, ქობულეთის, კეკელიძის, მცხეთის, ქუთათელაძის, ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძისა და რაზმაძის ქუჩები

• სოფელ დიღომში: ვაშაძის, ჭანტურიას, თამარ მეფის, მესხისა და გორგასლის ქუჩები, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსები

მთაწმინდის რაიონში: რჩეულიშვილს, ჟვანიას, ჯაფარიძის, გოგებაშვილის, მაყაშვილის, კერესელიძის, ჭოველიძის, გუნიას, ლარსის, თერგის, გალის, უმიკაშვილის, პ. კაკაბაძის, ტარიელის, ტყის, კ. მესხის, რიწის, მთაწმინდს, ყიფიანის, ჭონქაძის, გერგეთის, სავანელის, ამაღლების, კოჯრის, შინდისის, წავკისის, ოქროყანის, შხეფის, ს. მესხის, ახვლედიანის, აბესაძის, ბეთლემისა და ბოლო აღმართის ქუჩები.


განცხადება გამოქვეყნდა  4 ივლისის გაზეთ „რეზონანსში“



27/01/2022 ჯივიპი ხვალ, 28 იანვარს საბურთალოს რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
26/01/2022 ჯივიპი ხვალ, 27 იანვარს გლდანის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
26/01/2022 ჯივიპი ხვალ, 27 იანვარს ვაკის რაიონში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
24/01/2022 ჯივიპი, ხვალ, 25 იანვარს , ვაკის რაიონში წყნეთი, ნუშის ბაღების ქ. N1-თან ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
23/01/2022 ჯივიპი 24 იანვარს, გლდანის სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.