დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

01/03/2016 წყალსადენის მაგისტრალებზე კომპლექსური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტთა საყურადღებოდ


წყალსადენის მაგისტრალებზე კომპლექსური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ადგილას წარიმართება, კერძოდ, სავალდებულო საპროფილაქტიკო სამუშაოები განხორციელდება ღრმაღელე-ვაზისუბნის 1400 მმ-იანი გვირაბული წყალდენის სხვადასხვა მონაკვეთზე, ასევე, აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება ისნის რაიონში, 900 მმ-იან და 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყლის მილებზე. პარალელურად, „ვაზისუბან 3“-ის რეზერვუარიდან გამომავალ 400 მმ-იან ქსელზე დამონტაჟდება ორი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, უშაკოვის ხევში გამავალ 1400 მმ-იან მაგისტრალზე მოეწყობა დამატებითი დამცლელი ურდული, ხოლო კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ურიდიას ქუჩაზე მდებარე წყალმიმღებ კამერას.


კომპანია სამუშაოების განხორციელებას მიმდინარე წლის 10 მარტს, 00:30 საათზე დაიწყებს. იმის გათვალისწინებით, რომ ღრმაღელე-ვაზისუბნის გვირაბული წყალდენი გადის ნაძალადევის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში, კომპლექსური სამუშაოების ჩატარება მოითხოვს როგორც გვირაბის, ასევე მასში შემავალი და მომიჯნავე ქსელების წყლისგან დაცლას.


კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10 მარტის 00:30 საათიდან, 11 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ნაძალადევის რაიონში: მუხრანის (შესახვევებით), თიანეთის, დავით გარეჯელის, ხორნაბუჯის, გლინკას, შენგელაიას, ნაგომარის, ბოგვის, ლიახვის, ჟინვალის, რატევანის (შესახვევებით), ჟორდანიას (შესახვევებით), ტიბაანის, გუდამაყრის, ჩაილურის (შესახვევებს), გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნოქალაქევის, ორბეთის, ლამისყანის, ფილიას, სუვოროვის, ინტერნატის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელის, იმერეთის (შესახვევს), ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, პეტრე გრუზინსკის, ბენდელიანის, სამშვილდის, მარუაშვილის, აჭარის, მეუნარგიას (კორპუსები), უიარაღოს, კახიანის, ნოსტეს, კაჭრეთის, კოდალოს, კონდოლის, მაღაროს, ენისელის, წაღვერის, კისისხევის, წრომის, შრომის, ძმობის, სტურუას, ასკურავას, კელაპტრიშვილის, მესხის, ქებურიას, ურიდიას ქუჩებს და ხეხილსანერგის დასახლებას;
ჩუღურეთის რაიონში: ხუდადოვის N173-ს, ივერთუბანს, რეხის, ცქიტიშვილის (ნაწილი),  აფხაზეთის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, პეტრე ბაგრატიონის,  პაატა სააკაძის, გუმათის, ბოდავის, ასპინძის, ცაიშის, გივიშვილის, აბაშის, ხონის, სენაკის, ლანჩხუთის, ტაშირის, ლაილაშის, სალხინოს, ქვალონის, ლებარდოს, ატოცის,  თამარაშენის, სალიების, სიღნაღის, მნათობის, ჯაბაურია ქუჩებს და  ნორიოს აღმართს;
ისნის რაიონში: მოსკოვის გამზირს, ვაზისუბნის დასახლებასა და მ/რაიონებს, ნავთლუღის I-ელ და მეტრომშენის დასახლებებს, სომხეთის მე-2 გასავალს, თელავის (კენტი ნომრები), ახმეტის, ხახანაშვილის, გუთნის, ივერიელის, ქეთევან დედოფლის (N44-დან N54-ის ჩათვლით), წინანდლის (შესახვევით), საიგილოს, გუმბრის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ფაბრიციუსის, ლომოურის, ხიდისთავის, ავლაბრის, იორის, არმაზის, ალაზნის, დუშეთის, ფაღავას, ლაგოდეხის, სართიჭალის, გ. წერეთლის, ცისკრის, გურჯაანის, ვახტანგ VI-ის, ბოროდინის, ფოსტის, გუთნის, ირბახის, შორაპნის, II შორაპნის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, ბეღლეთის, სომხეთის, ნიაბის, საინგილოს, ასპინძის, გედევანიშვილის, ფშავის, ბაბისხევის, მუჯირიშვილის,  გუჯარეთის, მელაანის, კობარეთის, ბზიფის, დოესის, ნოსირის, კასპის, აწყურის (ნაწილი), ჯორჯ ბუშის მე-5 ჩიხს (საბარგოს დასახლება - 3 ქუჩა) უშაკოვის, ყვარლის, მთის ძირის, ონიანის, ხაჩატურიანის, მიქელაძის, შერვაშიძის, მესხეთის, მათიაშვილის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, წალენჯიხის, ტოლენჯის, რატილის, კაკაბეთის, დურმიშიძის, კობცოვის, ხარაბაძისა და უზნაძის ქუჩებს.  

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11 - და ფეისფუქის გვერდის მეშვეობით.




განცხადება გამოქვეყნდა 1 მარტის გაზეთ „რეზონანსში“



06/10/2022 ჯივიპი, 8 ოქტომბერს, დიდუბის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
06/10/2022 ჯივიპი, 7 ოქტომბერს, საბურთალოს რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
05/10/2022 ჯივიპი, 6 ოქტომბერს, ვაკის რაიონში, აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
05/10/2022 ჯივიპი, 6 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
03/10/2022 ჯივიპი, 4 ოქტომბერს, კრწანისის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს