დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

06/03/2017 გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

 

  

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით,  ურდულების და რეგულატორების პროგრამას აგრძელებს. გლდანის მასივში, ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 7 მარტს განხორციელდება.

 

სამუშაოები ერთდროულად,  წყალსადენის ქსელის ოთხ სხვადასხვა მონაკვეთზე, გლდანის მე-6 და მე-7 მიკრორაიონებში, ჩატარდება.  აღნიშნულ მისამართებზე, დამატებით ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება, რის შემდეგაც გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები დედაქალქს 20-30 წლის განმავლობაში მოემსახურება. შედეგად, ტექნიკური სამუშაოების დროს,  წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება. კომპანია პროექტში 7 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

გლდანის რაიონში, აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც

ხვალ, 7 მარტს, საღამოს 20:00 საათიდან, 8 მარტის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

გლდანის რაიონში:

გლდანის მასივის III, IIIა, V - VIII მიკრორაიონებს; სოფელ გლდანს და გიორგი წმინდას; ბერთუბნის დასახლებას;

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს. 

 

 

04/12/2022 ჯივიპი, 5 დეკემბერს, გლდანის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
01/12/2022 ჯივიპი, ხვალ 2 დეკემბერს , ვაკის რაიონში თ.გაზდელიანის ქუჩაზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
29/11/2022 ჯივიპი, 30 ნოემბერს, კრწანისის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
27/11/2022 ჯივიპი, 28 ნოემბერს, სამგორის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/11/2022 ჯივიპი, ხვალ 24 ნოემბერს , საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს