დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

12/03/2017 ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

 

 

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა, რის  შედეგადაც დიდი ჯიხაიშის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით,  გადაერთების სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს   და  20 მარტს დაასრულებს.

კომპანიამ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა: წყალსადნის ქსელის 3.6 კმ სიგრძის და წყალარინების ქსელის 1.7 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით შეცვალა და 19 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.

 

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდი ჯიხაიშის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 1.2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

გადაერთების სამუშაოს წარმოებისთვის, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც მოსახლეობას პერიოდულად, რამდენიმე საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კომპანია წინასწარ, SMS შეტყობინებით  და მედია საშუალებით გაავრცელებს.

 

ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების  II ეტაპი ხვალიდან გაგრძელდება, რის გამოც 13 და 14  მარტს, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ნაძალადევის რაიონში:

ჯავის, ზედაზენის, იმერეთის, გრუზინსკის, კოკინაკის და მოლიკოვის ქუჩებს;

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge

 

ჯორჯიანუოთერენდფაუერიდისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლედროში დაასრულოს

 

04/12/2022 ჯივიპი, 5 დეკემბერს, გლდანის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
01/12/2022 ჯივიპი, ხვალ 2 დეკემბერს , ვაკის რაიონში თ.გაზდელიანის ქუჩაზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
29/11/2022 ჯივიპი, 30 ნოემბერს, კრწანისის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
27/11/2022 ჯივიპი, 28 ნოემბერს, სამგორის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/11/2022 ჯივიპი, ხვალ 24 ნოემბერს , საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს