დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

16/03/2017 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ოქროყანაში, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

ხვალ, 17 მარტს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

 

კომპანიამ წყალსადენის 130 მმ-იანი 160 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო, რომელსაც ოქროყანას „გ“ ზონის  სასმელი წყლის  რეზერვუარზე დააერთებს. ასევე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით,  „გ“ ზონაში  ახალი სატუმბო სადგური ეწყობა, რაც ოქროყანის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

 

კომპანია, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად ოქროყანის „გ“ ზონის  სასმელი წყლის  რეზერვუარზე გეგმურ საპროფილაქტიკო სამუშაოებს განახორციელებს.

 

სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 17 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, საღამოს 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

მთაწმინდის რაიონში:

ოქროყანაში:  თბილისის, წერეთლის, ბესიკის, ჭავჭავაძის, ყაზბეგის, თაყაიშვილის და ციურიხის ქუჩებს;  ოქროყანის „ა“, „ბ“ და „გ“ ზონებს;

 

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

 


 

04/12/2022 ჯივიპი, 5 დეკემბერს, გლდანის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
01/12/2022 ჯივიპი, ხვალ 2 დეკემბერს , ვაკის რაიონში თ.გაზდელიანის ქუჩაზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
29/11/2022 ჯივიპი, 30 ნოემბერს, კრწანისის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
27/11/2022 ჯივიპი, 28 ნოემბერს, სამგორის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/11/2022 ჯივიპი, ხვალ 24 ნოემბერს , საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს