დაგეგმილი სამუშაოები

06/12/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქინქლაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა



კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ჩუღურეთის რაიონში, ქინქლაძის ქუჩაზე წყალმომარაგების 300 მ სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო და ევროსტანდარტის შესაბამისი 2 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.

ხვალ, 7 დეკემბერს, კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების  სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 7 დეკემბერს 21:00 სთ-დან  8 დეკემბრის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:


ჩუღურეთის   რაიონში:


ქინქლაძის, მამარდაშვილის, ჩეჩელაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.


 

14/12/2017 gwp ხვალ, მთაწმინდის რაიონში წყალსადენის ქსელზე ახალ ურდულებს დაამონტაჟებს
11/12/2017 gwp ხვალ, ვარკეთილი 3-ში წყალსადენის ქსელზე ახალ ურდულებს დაამონტაჟებს
06/12/2017 ჯავახიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა
06/12/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქინქლაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა
04/12/2017 gwp ხვალ, ვარკეთილი 3-ში წყალსადენის ქსელზე ახალ ურდულებს დაამონტაჟებს