დაგეგმილი სამუშაოები

12/04/2018 gwp ხვალ, ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს


ხვალ, 13 აპრილს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ისნის რაიონში, კაიშაურისა და სომხეთის ქუჩების კვეთაზე, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანია, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამის, ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ,  13  აპრილს 21:30 საათიდან,  14 აპრილის, დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

ბაბისხევის (იგივე მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის, ნიაბის  მე-2, მე-3, მე-4, მე-5 შესახ-ებს. ცისკრის, მრევლიშვილის, სომხეთის, ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემოს, კვალეთის, ახალუბნის და შაქრიანის ქუჩებს

 


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს.

 

20/09/2018 gwp ხვალ, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
20/09/2018 ჯივიპი კახეთის გზატკეცილზე 7.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს
19/09/2018 gwp ხვალ, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
18/09/2018 gwp ხვალ, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
12/09/2018 gwp ხვალ, ნაძალადევის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს