დაგეგმილი სამუშაოები

16/04/2018 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

 

ხვალ, 17 აპრილს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური საბურთალოს რაიონში, სოფ. დიღომში, შერმადინის ქუჩაზე, გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

 

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 17  აპრილს,  12:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

საბურთალოს რაიონში:

სოფ.დიღომში: შერმადინის, ხატაეთის, ავთანდილის, ჭელიძის ქუჩებს

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს.

 

20/09/2018 gwp ხვალ, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
20/09/2018 ჯივიპი კახეთის გზატკეცილზე 7.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს
19/09/2018 gwp ხვალ, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
18/09/2018 gwp ხვალ, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
12/09/2018 gwp ხვალ, ნაძალადევის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს