დაგეგმილი სამუშაოები

12/06/2018 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

 

ხვალ, 13 ივნისს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური საბურთალოს რაიონში,  სოფელ თხინვალაში, კეჭაყმაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს-მაგისტრალურ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამის, წყლის წნევის რეგულატორს დაამონტაჟებს.

 

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ,  13 ივნისს,   23:00 საათიდან,  14 ივნისის, დილის  08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

საბურთალოს რაიონში:

 

სოფ. თხინვალაში: კეჭაყმაძის ქუჩას და ჩიხებს.




წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს.

13/08/2018 gwp ხვალ, ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
08/08/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი განაახლა
06/08/2018 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
06/08/2018 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
03/08/2018 gwp ხვალ, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს