10/07/2018 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
ხვალ, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 11 ივლისს 23:00 სთ-დან 12 ივლისის, დილის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე N 9, 11, 12, 13, 13ა, 14, 15, 15ა, 16, 17, 18, 19, 20 კორპუსებს
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე
დროში დაასრულოს.