დაგეგმილი სამუშაოები

12/07/2018 gwp ხვალ, ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე წყალსადენის და წყალარინების 1 კმ სიგრძის ქსელი სრულად შეიცვალა.  წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობის მიზნით ახალ ქსელზე თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები -  ჩამკეტი ურდულები და წნევის რეგულატორები დამონტაჟდა. 

რამიშვილის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია 13 ივლისს განახორციელებს, რისთვისაც რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებშია დაგეგმილი.  აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 13 ივლისს  21:00 საათიდან 14 ივლისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 


ვაკის რაიონში:

ნატახტარის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, რადიანის, არეშიძის, ატენის ქუჩებს, რაზმაძის ქ. N 41-დან N 57-ის ჩათვლით, N 50-დან N 68-ის ჩათვლით, ჭავჭავაძის გამზ. N 11-დან N 37-ის ჩათვლით, N 30-დან N 66-ის ჩათვლით, ბალანჩივაძის ქ. N 5,37,39,40, ფალიაშვილის ქ. N 31-დან N 87-ის ჩათვლით, N 34-დან N 118-ის ჩათვლით, ი.აბაშიძის ქ. N 21-დან N 87-ის ჩათვლით, N 20-დან N 86-ის ჩათვლით 

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge



ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

19/07/2018 gwp ხვალ, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
18/07/2018 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
18/07/2018 gwp ხვალ, ნაძალადევის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/07/2018 gwp ხვალ, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
12/07/2018 gwp ხვალ, ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს