დაგეგმილი სამუშაოები

05/12/2018 gwp ხვალ, ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

ხვალ, კომპანია  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

 

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 6 დეკემბერს 21:00 სთ-დან 7 დეკემბრის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:


ქ.დედოფლის გამზ. N 63-დან N 73-ის ჩათვლით, N 92-დან N 98-ის ჩათვლით, ნავთლუღის, წერნაკის  ჭრელაშვილის, უჯარმის, ანჯაფარიძის ქუჩებს, საექიმოს ქუჩას და გასასვლელს, კახეთის ქ. I შესახევევს, ზურაბიშვილის ქ. N 65-დან N 75-ის ჩათვლით

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

11/12/2018 gwp ხვალ, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
06/12/2018 ჯივიპიმ ისნის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა
05/12/2018 gwp ხვალ, ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
04/12/2018 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
04/12/2018 gwp ხვალ, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს