დაგეგმილი სამუშაოები

21/12/2018 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

 

ხვალ, კომპანია  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, ფარსადანის ქ.9-ში გადაერთების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

 

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 22 დეკემბერს 22:00 სთ-დან  23 დეკემბრის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:


დიდ დიღომში: ფარსადანის, მელიქ- სურხავის, ჭაშნაგირის ქუჩებს (საბურთალო)



დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში:


ჟვანიას პედიატრიულ კლინიკას, წმ.მიქაელ მთავარანგელოზის სახ. საავადმყოფოს, ჯო ენის სახ. სამედიცინო ცენტრს, გ.ჟვანიას სახ. პედიატრიულ კლინიკას, 
ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალს, ი.ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალ კლინიკას, ბავშვთა ჰოსპიტალს, ქართულ-ამერიკული  მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის N40,40ა; ბალანჩინის ქუჩას, დისევის ქუჩას.




წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდებასამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

21/03/2019 gwp ხვალ, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
20/03/2019 gwp ხვალ, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/03/2019 gwp ხვალ, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/03/2019 gwp ხვალ, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
14/03/2019 ჯივიპიმ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა