დაგეგმილი სამუშაოები

07/04/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბუდაპეშტის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა


კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრულად ანახლებს 4.5 კმ სიგრძის როგორც წყალსადენის ასევე წყალარინების ქსელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანია ახალ ქსელზე  თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ერთეულ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს ამონტაჟებს. აღნიშნულ პროექტში  კომპანია 2 მლნ. ლარზე მეტ  ინვესტიციას  ახორციელებს.

 

ამ დროისთივს.  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა  სრულად განაახლა ბუდაპეშტის  ქუჩის წყალმომარაგების სისტემა.  ბუდაპეშტის  ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ, 8 აპრილს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.  

 

ახალ ქსელზე გადაერთების  სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ,  8 აპრილს 23:00 საათიდან, 9 აპრილს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

 

მგალობლიშვილი, კანდელაკი, გაგარინი, დარასელია, ისაკაძის, ონიაშვილის, ლვოვის, ბუდაპეშტის(ფანჯიკიეძე), ჭილაძე, ოდესის, სხვიტარიძის, მარშალ გელოვანის, ჩერქეზიშვილი, არდაზიანი, ოდიშელიძის, იმედაშვილის, ოდესის(ცხინვალის), ჰ.აბაშიძის, გამყრელიძის, ლომონოსოვის, გახოკიძის, ოჩამჩირის, ს.არშბას, იური ანტუას, იოანე ვაკელის, მ.ალასანიას, მეგრელიძის, ვ.ჩიქოვანის, დელისის, დელისის  I ქუჩას, შარტავას ქ. N43-71, N44-64; ტაშკენტის ქ. N21-79, N18-82; ვაჟა-ფშაველას გამზ N1-23-, პეკინის ქ. N33- 43, N34-46; ნუცუბიძის ქ. N 1-57-, N 2-30;

 

 
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge


22/04/2019 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/04/2019 gwp ხვალ, მთაწმნიდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/04/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
12/04/2019 ჯივიპი ბუდაპეშტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
11/04/2019 ჯივიპიმ ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა