დაგეგმილი სამუშაოები

07/04/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილში 1 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი შეცვალა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილის რაიონში, ალექსიძის  ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში  შეიცვალა 1 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი. სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის  შესაბამისი  8 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და წნევის რეგულატორი  დამონტაჟდა. აღნიშნულ პროექტში კომპანიამ  350 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 

ალექსიძის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ, 8 აპრილს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.  

 

ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლააა უცილებელი, რის გამოც  ხვალ,  8 აპრილს 22:00 საათიდან 9 აპრილის,  დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ისანი- სამგორის  რაიონში:

 

 

ვარკეთილი 3-ში  I, III მიკრორაიონებს, მებრძოლთა, დვალის, სუხიშვილს, ჯავახეთის და ალექსიძის ქუჩებს; II მრ/რ-ის  N 1-32, 



წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge


22/04/2019 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/04/2019 gwp ხვალ, მთაწმნიდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/04/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
12/04/2019 ჯივიპი ბუდაპეშტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
11/04/2019 ჯივიპიმ ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა