დაგეგმილი სამუშაოები

12/04/2019 ჯივიპი ბუდაპეშტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბუდაპეშტის ქუჩაზე სრულად განაახლა 1 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების სისტემა და ახალ ქსელზე თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურული ელემენტები დაამონტაჟა.  

 

კომპანია მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით გადაერთებით სამუშაოებს ეტაპობრივად განახორციელებს.

 

წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელზე სამუშაოების პირველი ეტაპი ხვალ, 13 აპრილს ჩატარდება. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.  

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ,  13 აპრილს 23:00 საათიდან 14 აპრილს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

 

ბუდაპეშტის ქ N3-დან 125-ის ჩთ, N22ა-დან  44-ის ჩთ; კანდელაკის N8-დან 16-ის ჩთ, N25-დან 65-ის ჩთ; ო.ჭილაძის, მეგრელაძის, ი.ვაკელის, ჩიქოვანის, ნუცუბიძის ქN1-დან 45-ის ჩთ, 2-დან 30-ის ჩთ, დელისის ქ, დელისის I და II ქუეჩები, ვაზისუბნის(ისაკაძის) N91-დან 139-ის ჩთ, N72-დან 114-ის ჩთ; ლვოვის ქN61-დან 97-ის ჩთ, 40-დან 96-ის ჩთ; ზემო ვეძისის ქ N107-დან 139-ის ჩთ; ჰ.აბაშიძის, ცხინვალის ქუჩებს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

 

 

11.04.19

22/04/2019 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/04/2019 gwp ხვალ, მთაწმნიდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/04/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
12/04/2019 ჯივიპი ბუდაპეშტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
11/04/2019 ჯივიპიმ ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა