დაგეგმილი სამუშაოები

13/05/2019 ჯივიპიმ ვარკეთილი 3-ში წყალმომარაგების ქსელი განაახლა


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრორაიონში, რეაბილიტაციის ფარგლებში 1 კმ სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაობს ჯივიპი ხვალ, 14 მაისს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 14 მაისს, 22:00 საათიდან 15 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილი 3-ის I და III მიკრორაიონებს, II მიკრორაიონის ნაწილს, ჯავახეთის ქ N68-ს, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩებს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.


02/06/2020 ჯივიპი ხვალ, 3 ივნისს, საბურთალოს რაიონში, ჰუგო ჰუბერტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
28/05/2020 ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ღვინის აღმართის ქუჩაზე გეგმური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
28/05/2020 ჯივიპი ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ყვარლის ქუჩაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებ ჩაატარებს
28/05/2020 ჯივიპი ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
26/05/2020 ჯივიპი ხვალ, 27 მაისს, ვარკეთილის სატუმბო სადგურზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს