01/08/2019 gwp ხვალ, 2 აგვისტოს, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
ხვალ, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩა N14-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 2 აგვისტოს 22:00 სთ-დან 3 აგვისტოს, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
გორგასლის ქ. N75(68-ე საჯარო სკოლას); გორგასლის ქუჩის გასავალს, გორგასლის შესახვევის N11,15,17,19,21; კრწანისის ქ N14ა-ს
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.