05/08/2019 gwp ხვალ, 6 აგვისტოს, ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
ხვალ, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, ქ.წამებულის გამზ. N 68-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 6 აგვისტოს 12:00 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში:
ქ.წამებულის გამზ. N 68
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.