დაგეგმილი სამუშაოები

06/08/2019 ხვალ, 7 აგვისტოს ვეკუა-ხიზანიშვილზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

gwp-მ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა.  პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3  მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, ჯივიპი განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.

 

კომპანია ხვალ, 7 აგვისტოს წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეოთხე ეტაპს გლდანის III მ/რ-ში განახორციელებს.

 

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით  ხვალ, 7 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან 8 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

გლდანის ა მიკრორაიონს, გლდანის I მიკრორაიონს, გლდანის III მიკრორაიონში კორპუსებს: 1,2,3,3ა,3ბ,6,7,7ა,68,68ა,69,70,71,72,73,74,75,76; ვასაძის, ბოჭორიშვილის, ნოზაძის ქუჩებს; ხიზაბავრის ჩიხს; 23-ე პოლიკლინიკას, გლდანი მოლს, გლდანი პლაზას, გლდანის საკოლმეურნეო ბაზარს; 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge 

 

05/12/2019 ჯივიპი ხვალ, 6 დეკემბერს, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
04/12/2019 gwp ხვალ, 5 დეკემბერს, ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
03/12/2019 gwp ხვალ, 4 დეკემბერს, ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
02/12/2019 ჯივიპი ხვალ, ნუცუბიძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
28/11/2019 gwp ხვალ, 29 ნოემბერს, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს