დაგეგმილი სამუშაოები

07/08/2019 ხვალ, ვეკუა-ხიზანიშვილზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

gwp-მ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა.  პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3  მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 

მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.

 

Gwp ხვალ, 8 აგვისტოს წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეოთხე ეტაპს ხიზანიშვილის ქუჩაზე განახორციელებს.

 

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით  ხვალ, 8 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან 9 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

გლდანის მე-7 მრ/რ,  გლდანის მე-8 მრ/რ-ის კორპუსებს N1,2,3,4,6,7,8,9,10,11,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,33,34,  სოფ.გიორგიწმინდას, სოფ. ბერთუბანს,  თეთრიტბის, ხოჭოს ტბის, ბორჩალოელის, კულა გლდანელის, ნასერალას ქედის, ბაბილოს, ინგუშეთის, მაისურაძის, კვესეთის, კობახიძის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით, ხიზანიშვილის ქუჩის კენტ და ლუწ ნომრებს N86-დან  ბოლომდე, გლდანის ციხეს, ჰაიდელბერგის ბეტონის ქარხანას, ქვესადგურ 220-ის დასახლებას, ხიზანიშვილის ქ. სამშობიაროს პოლიკლინიკას და რამოდენიმე კომერციულ ფართს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge 

 

20/08/2019 gwp ხვალ, 21 აგვისტოს, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/08/2019 gwp ხვალ, 20 აგვისტოს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/08/2019 gwp ხვალ, 18 ივლისს, გლდანის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/08/2019 gwp ხვალ, 16 აგვისტოს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/08/2019 gwp ხვალ, 16 აგვისტოს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს