დაგეგმილი სამუშაოები

13/08/2019 ხვალ, 14 აგვისტოს ვეკუა-ხიზანიშვილზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. gwp-იმ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა.  პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3  მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.

 

ხვალ, ვეკუა-ხიზანიშვილზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განახორციელდება, რის გამოც ხვალ, 14 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან 15 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს;  სოფლებს ბერთუბანს და გიორგიწმინდას; ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გილისაშვილის, მაისურაძის და მებაღიშვილის ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს, გლდანის საპატიმროს, ჰაიდელბერგ ცემენტს; 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge 

24/01/2014 აბონენტთა კუთვნილი დაზიანებული ქსელების შეკეთება - 3-4 თებერვალი
12/12/2013 აბონენტთა კუთვნილი დაზიანებული ქსელების შეკეთება - 23-24 დეკემბერი
10/12/2013 აბონენტთა კუთვნილი დაზიანებული ქსელების შეკეთება - 19-20 დეკემბერი
04/12/2013 აბონენტთა კუთვნილი დაზიანებული ქსელების შეკეთება - 16 -17 დეკემბერი
27/11/2013 აბონენტთა კუთვნილი დაზიანებული ქსელების შეკეთება - 6-7 დეკემბერი