13/08/2019 ხვალ, 14 აგვისტოს ვეკუა-ხიზანიშვილზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება
ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. gwp-იმ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.
ხვალ, ვეკუა-ხიზანიშვილზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განახორციელდება, რის გამოც ხვალ, 14 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან 15 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს; სოფლებს ბერთუბანს და გიორგიწმინდას; ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გილისაშვილის, მაისურაძის და მებაღიშვილის ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს, გლდანის საპატიმროს, ჰაიდელბერგ ცემენტს;
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge