დაგეგმილი სამუშაოები

13/08/2019 ხვალ, 14 აგვისტოს ვეკუა-ხიზანიშვილზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. gwp-იმ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა.  პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3  მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.

 

ხვალ, ვეკუა-ხიზანიშვილზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განახორციელდება, რის გამოც ხვალ, 14 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან 15 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს;  სოფლებს ბერთუბანს და გიორგიწმინდას; ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გილისაშვილის, მაისურაძის და მებაღიშვილის ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს, გლდანის საპატიმროს, ჰაიდელბერგ ცემენტს; 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge 

05/11/2019 gwp ხვალ, 6 ნოემბერს, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
31/10/2019 ხვალ, 1 ნოემბერს, ჯივიპი ვაკის რაიონში, ლისის ტბის მიმდებარედ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
29/10/2019 ხვალ, 30 ოქტომბერს ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
29/10/2019 gwp ხვალ, 30 ოქტომბერს, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
29/10/2019 gwp ხვალ, 30 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს