14/08/2019 gwp ხვალ, 15 აგვისტოს, გლდანის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
ხვალ, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონში, გლდანულას ქ. IV შესახ. N 11-თან, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 15 აგვისტოს 10:00 სთ-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
ჯანჯღავას ქ. III შესახვევს, გლდანულის ქ. ( გლდანის ხევის) IV შესახვევს
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.