დაგეგმილი სამუშაოები

21/08/2019 ხვალ, 22 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს


ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.  gwp-იმ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3  მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

 

ხვალ, 22 აგვისტოს, გლდანის მე-8 მიკრორაიონში კომპანია განახლებულ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.  მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ეტაპობრივად, ღამის საათებში ჩატარდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 22 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან 23 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

გლდანის VIII მიკრორაიონს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge 

27/02/2020 ხვალ, 28 თებერვალს, ჯივიპი საბურთალოს რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
27/02/2020 ხვალ, 28 თებერვალს, ჯივიპი სამგორის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
26/02/2020 ხვალ, 27 თებერვალს, ჯივიპი ისნის რაიონში, ლაისტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
26/02/2020 ხვალ, 27 თებერვალს, ჯივიპი სამგორის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
24/02/2020 ხვალ, 25 თებერვალს, ჯივიპი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს