დაგეგმილი სამუშაოები

01/09/2019 ხვალ, 2 სეტემბერს, ჯივიპი კრწანისის რაიონში, ვაგზლის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 2 სექტემბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში, ვაგზლის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ,  წყალმომარაგების სისტემაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 2 სექტემბერს, 23:00 საათიდან 3 სექტემბრის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

რუსთავის გზატკეცილის N 44-დან 52-მდე, N 251-დან 271-მდე, მარნეულის და ვაგზლის ქუჩებს.

სოფელ ფონიჭალაში:  ღოღობერიძის, ჟორდანიას, ლომინაძის ცოტნე დადიანის, ი.ჭავჭავაძის, ი.ცურტაველის, იეთიმ გურჯის, იმერეთის, მტკვრის, მირზა ფათალის, თავისუფლების, დ. გურამიშვილის, ბედიას, კონსტანტინეს, გამსახურდიას, კელასაურის,ფსოუს, ბზიფის, ჯ.რაფავას, სოხუმის, ევსტატი მცხეთელის, თ.ხვიტიას, გაგრის, ილორის, თამარ მეფის, ერეკლეს, გურამ პატარაიას, გ. გულბანის, ბაგრატის, დავით აღმაშენებლის, ზ.ანჩაბაძის, შოთა რუსთაველის, ოჩამჩირის, რიწის, ეგრისის, ბათუმის , ქუთაისის, იაკობ გოგებაშვილის.ი.აბაშიძის, ფალიაშვილის, აფხაზეთის ქუჩებს


 სოფელ კრწანისს,  გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს



წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

19/09/2019 gwp ხვალ ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს
19/09/2019 gwp ხვალ, 20 სექტემბერს, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/09/2019 ხვალ, 20 სექტემბერს ჯივიპი კრწანისში, რუსთავის გზატკეცილზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
18/09/2019 gwp ხვალ, 19 სექტემბერს, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
17/09/2019 ხვალ, ჯივიპი საბრთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს