დაგეგმილი სამუშაოები

02/09/2019 gwp ხვალ, 3 სექტემბერს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

 

ხვალ, კომპანია  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორის 1-ის სატუმბო სადგურში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

 

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 3 სექტემბერს 12:00 სთ-დან 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

მთაწმინდის რაიონში:

 

ჭონქაძის ქ. N 24,26, მამა დავითის აღმართს (მთაწმინდის ქ.) N 12-დან N 16-ის ჩათვლით, N 21-დან N 48ა-ს ჩათვლით

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

15/10/2019 ხვალ, 16 ოქტომბერს ჯივიპი კრწანისის რაიონში, ქვემო ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
10/10/2019 gwp ხვალ, 11 ოქტომბერს, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
08/10/2019 ხვალ, 9 ოქტომბერს ჯივიპი ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს
03/10/2019 gwp ხვალ, 4 ოქტომბერს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
03/10/2019 ჯივიპიმ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა